უცხოეთი
მერკელმა კანადის პრემიერს სხვადასხვა ფერის წინდები მოუწონა

   საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ოფიციალურ ინსტაგრამზე კანადის პრემიერ ჯასტინ ტრიუდოს წინდები მოუწონა.

"მაგარი წინდებია, ჯასტინ ტრიუდო! კანადის პრემიერი სიამაყით ახდენს თავისი ახალი შენაძენის დემონსტრირებას ნატოს სამიტზე ბრიუსელში", – ნათქვამია ფოტოს წარწერაში, რომელზეც მერკელი და სხვა პოლიტიკოსები ტრიუდოს ფეხებს დასჩერებიან.

კანადის პრემიერის, ჯასტინ ტრიუდოს ვიზუალსა და არაორდინალურ ქმედებებს ტაბლოიდები ყოველთვის ხაზს უსვამენ. მდედრობითი სქესის ცნობილ წარმომადგენლებთან მის შეხვედრას მუდმივად ახლავს სახალისო პოსტები და ფოტოები.

ამჯერად, ბრიუსელში, ნატოა სამიტზე მყოფი პრემიერი ნატოს ლოგოს გამოსახულებიანი სხვადასხვა ფერის წინდებით მივიდა და პრესკონფერენციაზე ცეკვა-ცეკვით შევიდა.