საზოგადოება
გალელებს მიხედვა სჭირდებათ

galiXXგავრცელებული ვერსიით, გალში აქტიურად მოქმედებს რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია `რუსსკაია ობშინა~. ისინი ყოველგვარ დახმარებას უწევენ ადგილობრივ მოსახლეობას, ეწევიან ჰუმანიტარულ საქმიანობას, ურიგებენ სურსათს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს, რასაც მოსახლეობა მიესალმება.

ქართული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანოზაციები კი სდუმან. `ჩვენ ხელისუფლებას მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, როცა არჩევნებია. არადა, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს, რომელთაც აქ რისკის ფასად გვიწევს ცხოვრება, მიხედვა გვჭირდება,’’ – აღნიშნა გალის რაიონის მკვიდრმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა.