საზოგადოება
საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ეს განცხადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ გააკეთა, რომლის თქმითაც, ასამბლეაზე მიღებული დოკუმენტი მხარს დაუჭერს საქართველოს მისწრაფებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ.
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საკმაოდ ძლიერი გახლავთ და ჩვენს რეკომენდაციებს, მოსაზრებებს, როგორც წესი, იზიარებს ხოლმე ნატო. ჩვენი მოსაზრებები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ დააჩქარებს პროცესს“, - განაცხადა პაოლო ალიმ.