საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშრების კომიტეტის თავმჯდომარემ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
ირაკლი სესიაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ნატოსა და საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
„რთული 26 წელი გაიარა საქართველომ, თუმცა, დღეს შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ჩვენ ნატოსთან ურთიერთობაში გვაინტერესებს არა მხოლოდ უსაფრთხოების გამოწვევები, არამედ გვაერთიანებს ღირებულებები. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ნატოსგან და ბევრ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენც შეგვიძლია, ნატოს რაღაც ვასწავლოთ და ეს შეიძლება იყოს ჩვენი გამორჩეული სტუმართმოყვარეობა“, - განაცხადა სესიაშვილმა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიხსნა.