პოლიტიკა
ქართული სახელმწიფო არასდროს დაიხევს არცერთი ნაბიჯით უკან ქვეყნის გამთლიანების გზაზე - მარგველაშვილი

   საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. 26 მაისს თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა 300-ზე მეტი წვევამდელის სამხედრო ფიცი ჩაიბარა. ცერემონიას უმაღლეს მთავარსარდალთან ერთად პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ესწრებოდნენ.

“დღეს ამ საზეიმო ტრიბუნიდან ქართველი საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის გასაგონად კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმ ძირითად ღირებულებებს, რის ირგვლივაც გაერთიანებული იქნება ჩვენი საზოგადოება და ჩვენი სახელმწიფო. პირველ რიგში, მთელი მრავალეროვანი საქართველოს სახელით მინდა დავუდასტურო ყველას, რომ ქართული სახელმწიფო არასდროს არ დაიხევს არცერთი ნაბიჯით უკან ქვეყნის გამთლიანების გზაზე. ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ ყველაზე ძლიერი იარაღით, რაც ძლიერი წარმატებული საქართველოს მშენებლობით გამოიხატება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.