პოლიტიკა
დღეს მშვიდობიანი და თანმიმდევრული პოლიტიკაა ის იარაღი, რომელიც გააერთიანებს ჩვენს სამშობლოს და დაგვიბრუნებს აფხაზ და ოს ძმებს - კვირიკაშვილი

   საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. არ არსებობს იმაზე მეტი პატივი, ვიდრე სამშობლოს სადარაჯოზე დგომა - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ჯარისკაცებს მიმართა. პრემიერმა წვევამდელებს, საერთაშორისო მისიებში მყოფ ჯარისკაცებს და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„დღეს ქვეყანას ჩვენგან თავდადება ისევ სჭირდება, რათა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მრავალეროვანი ქართული სახელმწიფო. დღეს მშვიდობიანი და თანმიმდევრული პოლიტიკაა ის იარაღი, რომელიც გააერთიანებს ჩვენს სამშობლოს და დაგვიბრუნებს აფხაზ და ოს ძმებს. დღეს საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც ევროპამ გაუღო კარები და მე მჯერა, რომ სულ მალე დადგება დღე, როდესაც თანამედროვე და დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს დიდ ევროპულ ოჯახში. მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას ნათელი მომავალი აქვს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.