აქტუალური
„მემარცხენე ალიანსმა“ საქალაქო სასამართლოში სარეფერენდუმო კომისიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

   საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. „მემარცხენე ალიანსის" ლიდერებმა და პარტიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯმუხაძემ პარასკევს, 26 მაისს, საქალაქო სასამართლოში სარეფერენდუმო კომისიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

„ჩვენ ვასაჩივრებთ სარეფერენდუმო კომისიის მოღალატეობრივ, უკანონო და ანტიქართულ გადაწყვეტილებას,  რომელიც მან ორი დღის წინ დახურულ კარს მიღმა მიიღო და არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა მიწების გასხვისების აკრძალვის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენ, „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერები, გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ დებულებები არ შევა საქართველოს კონსტიტუციაში და სხვა კანონებში, რომ უცხოელებზე ქართული მიწების გაყიდვა იქნეს აკრძალული“, - განაცხადა პარტია „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ კახა ძაგანიამ.