რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “მინდა, იმედი ვიქონიო, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი მაინც დაელაპარაკა თავის სეხნია დიმიტრი მედვედევს... “

   ძლივს მიჩუმდა ისტერიული კამპანია ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის წინააღმდეგ, რომელმაც “გაბედა, ოკუპანტებთან გაფრენილიყო “გაზპრომთან” მოსალაპარაკებლად”, რომ დაიწყო თავდასხმები პირველ ვიცე-პრემიერზე, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილზე, რომელმაც “გაბედა ოკუპანტ პრემიერ-მინისტრთან ერთად ფოტოს გადაღება”, თუმცა ქუმსიშვილმა განმარტა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ პროტოკოლური ჯგუფური ფოტო იყო თურქეთში ჩატარებულ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) სამიტზე, სადაც “ისინი შეიყვანეს და გვერდიგვერდ დააყენეს, და არავითარი შეხვედრა მედვედევთან მას არ ჰქონია”.

მაგრამ განა ნორმალურია, როცა ერთი ღონისძიების მონაწილე, ერთი ორგანიზაციის (ამ შემთხვევაში BSEC) წევრი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირებს ერთმანეთთან ურთიერთობა არ აქვთ და ერთმანეთს თვალს არიდებენ?! როგორ მუშაობენ მაშინ, რანაირად მსჯელობენ დღის წესრიგის საერთო საკითხებზე?

და თუკი დიმიტრი ქუმსიშვილს მართლაც არ უთქვამს ორიოდე სიტყვა დიმიტრი მედვედევისთვის, ეს ისეთივე შეცდომაა, როგორიც დაუშვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წელს ნიუ-იორკში, გაეროს 70-ე გენერალურ ასამბლეაზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტის და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებაზე მაგიდასთან რუსეთის პრეზიდენტთან ერთად იჯდა ორი ცარიელი სკამის გამოტოვებით, მაგრამ ვლადიმერ პუტინს „ვერ ამჩნევდა“ და მარჯვნივ მჯდომ მეზობელთან საუბრით იყო გართული...

ყველაზე სასაცილოა, რომ ზემოთ აღნიშნულ, ორივე - კალაძისა და ქუმსიშვილის -  შემთხვევაში „მოსამართლის“ როლში გამოდიან ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ნაცხროვა, რომლებსაც არ რცხვენიათ, რომ 2002 წლიდან სააკაშვილის გვერდით დგანან, რომელმაც ქართული ეკონომიკის ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს გადასცა, საქართველოს ტერიტორიის 20% კი - რუსეთის სამხედრო ბაზებს! ქუმსიშვილი და კალაძე, ისევე, როგორც სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი კახიშვლი, წარმატებული მინისტრები არიან, რომლებიც საქმეს აკეთებენ და არა ანტირუსულ განცხადებებს, რაც ძალიან აწუხებს „რუსთავი 2“-ს და ნაცხროვას, მიტომ, რომ ქუმსიშვილი დიდი ალბათობით საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრია, კალაძე კი - თბილისის მომავალი მერი!ერთი მითხარით, რომელ სახლშია მიღებული ისეთი სტუმრების მიწვევა, რომლებიც ერთმანეთს არ ელაპარაკებიან?! განა ამერიკელებმა მაშინ შემთხვევით დასვეს ღარიბაშვილი და პუტინი ერთ მაგიდასთან? განა ახლა თურქებმა შემთხვევით დააყენეს ქუმსიშვილი მედვედევის გვერდით? არა, ამ დონის რაუტებზე შემთხვევითობა პროტოკოლით არის გამორიცხული: შეხედეთ ფოტოს - ორგანიზატორებს არაფერი გამორჩენიათ - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ალბანეთი და თურქეთი ჩააყენეს! ესე იგი, რუსეთი და საქართველო გვერდიგვერდ იმ ანგარიშით დააყენეს, რომ ქართველსა და რუსს შორის რაღაც საუბარი მაინც წამოწყებულიყო, რომელიც მეგობრობაში თუ არ გადაიზრდებოდა, შემდგომი ურთიერთობის და, ღმერთმა ქნას, ოფიციალური შეხვედრების საფუძველი მაინც გახდებოდა!

რატომ ვერ შეამჩნიეს „რუსთავი 2“-ში, რომ ჯგუფურ ფოტოზე მედვედევის მარჯვნივ დგას და იღიმება თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი, რომელიც ყურადღებით უსმენს მომღიმარ „რუს ოკუპანტ“ მედვედევს?! აბა, როგორ არ უნდა გაიღიმოს, როცა რუსეთი თურქეთისათვის №1 სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი და რეგიონული სტრატეგიული მოკავშირეა, ხოლო იმავე ფოტოზე აღბეჭდილი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „რუს ოკუპანტ“ პუტინს „თავის ძმას” უწოდებს, რომელთან მოსკოვში შესახვედრადაც სიხარულით დაფრინავს შავი ზღვის თავზე?!

აბა, ეს ვინ დგას ფოტოზე პრემიერ-მინისტრ ილდირიმსა და პრეზიდენტ ერდოღანს შორის? განა ეს „ოკუპანტ რუსეთის“ მეგობარი - მოლდოვას პრეზიდენტი იგორ დოდონი არ არის, რომელიც 20 დღის წინ თავის მეგობართან - „ოკუპანტ პუტინთან“ ერთად  წითელ მოედანზე იდგა - გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ პარადზე?!

შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამიტი, რომელზეც, „რუსთავი 2“-ის ვერსიით, მხოლოდ „რუსი ოკუპანტები“ და მათი მეგობრები იყვნენ მიწვეული, 22 მაისს დამთავრდა, მეორე დღეს კი - 23 მაისს - თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი და 7 თურქი მინისტრი „უპრეცედენტო ვიზიტით“ ეწვივნენ თბილისს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მაღალი დონის თანმშრომლობის საბჭო სხდომა ჩაატარეს და ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს, რომელთა მიხედვით თურქეთი საქართველოს №1 სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი და რეგიონული სტრატეგიული მოკავშირე ხდება.

კი მაგრამ, რატომ არ აწუხებ „რუსთავი 2“-ს და ნაცხროვას თურქეთის და „ოკუპანტი რუსეთის“ მეგობრობა? ჩემი მეგობრის მეგობარი ჩემი მეგობარია თუ მტერი? თურქეთის მეგობარი რუსეთი საქართველოს მეგობარია თუ მტერი?! რატომ არ აწუხებ „რუსთავი 2“-ს და ნაცხროვას ის, რომ საქართველომ მჭიდრო სავაჭრო ურთიერობა დაამყარა რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ პარტნიორებთან - თურქეთთან, ირანთან და ჩინეთთან, რაც ავტომატურად იძლევა რუსეთთან საერთო პროექტებში საქართველო მონაწილეობის გარანტიას და ამიტომ ქართველი და რუსი ხელმძღვანელები, „განწირული არიან“ კომუნიკაციისათვის?!

რატომ დუმდა „რუსთავი 2“ ერთი თვის წინ, როცა ა.წ. აპრილში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ვიზიტით იმყოფებოდა ირანში, სადაც ხელი მოეწერა რიგ მემორანდუმებს, კერძოდ, სტრატეგიულ შეთანხმებას სატრანზიტო დერეფნის „სპარსეთის ყურე - შავი ზღვა“ (ირანი-სომხეთი-საქართველოს შავიზღვისპირეთი, ირანი-აზერბაიჯანი-საქართველოს შავიზღვისპირეთი) განვითარების შესახებ, აგრეთვე, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ?!

რატომ არ ეუხერხულა „რუსთავი 2“-ს, რომ ა.წ. მაისში საქართველოს დელეგაციამ პეკინში ხელი მოაწერა შეთანხებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და ჩინეთს შორის ფორუმზე „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, რომელშიც რუსეთის ფედერაციაც მონაწილეობდა? „რუსთავი 2“-მა მაშინ მხოლოდ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე შენიშნა ჯგუფურ ფოტოზე აფხზეთის დელეგაციასთან ერთად, რომელიც „ოკუპანტ რუსეთის“ მეგობრებმა - ჩინელებმა ოფიციალურად მიიწვიეს!

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთიდან შემოვიდა და არანაირი კანონი არ დაურღვევია, "რუსთავი 2"-მა და ნაცხროვამ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეუტია - აქაოდა, როგორ გაბედე საქართველოში "რუსი ოკუპანტის" შემოშვება, რომელიც 2010 წელს აფხაზეთშია ნამყოფიო?! “რუსთავი 2”-რატომღაც იმის დამატება “დაავიწყდა”, რომ ეს - ის ლუჟკოვია, რომელმაც აღადგინა №1 სკოლის ისტორიული შენობა, რომელიც 1991 წელს “რუსმა ოკუპანტებმა” კი არა, ჩვენ თვითონ, ქართველებმა დავბომბეთ, როცა ერთმანეთს ვანადგურებდით ისეთივე პროვოკატორების გამოისობით, როგორიც “რუსთავი 2”-ია! და საეჭვოა, “რუსთავი 2”-ში წაკითხული ჰქონდეთ იური ლუჟკოვის წიგნი “საქართველოზე. სიყვარულით”...აღარაფერს ვიტყვი „ოკუპანტ რუსეთის მეგობრებზე“ - თურქ, ჩინელ და ირანელ ბიზნესმენებზე, რომლებმაც საქართველო აავსეს - აქ მინი საწარმოებს, მრავალ კვების ობიექტს, მაღაზიას, სასტუმროს, კაზინოს და ბანკს ფლობენ, ხოლო თბილისში მთელი ჩინური ქალაქიც კი აშენდა! და ამავე დროს უმსხვილესი რუსი ბიზნესმენი, რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქე, მილიარდერი იური ლუჟკოვი, რომელიც საქართველოში თავისი და ქართული წარმოშობის რუსი მილიარდერების ინვესტიციების ჩასადებად ჩამოვიდა - საქართველოში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს, ვითომდა, იმის გამო, რომ კეპკამ” გვირჩია, ვაღიაროთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „რომელთა გარეშე საქართველს ცხოვრება მაშინვე გაუადვილდება“.

“როგორც ვხედავთ, ოფიციალური თბილისი განაგრძობს სისტემატურ პროვოკაციებს, რომლებიც ძირს უთხრის რუსეთთან ურთიერთობის გაჯანსაღების პროცესს. ამგვარი ქცევის რაციონალურად ახსნა ძნელია - რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზაციას ხომ ხელშესახები სარგებელი მოაქვს საქართველოს ეკონომიკისთვის და მოქალაქეებისთვის” - აი, ასეთი დიაგნოზი დაგვისვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუჟკოვისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვასთან დაკავშირებით!

იმავე დროს “რუსთავი 2” და ნაცხროვა არ აკრიტიკებს საგარეო საქმეთა ფლეგმატურ მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს იმისთვის, რომ ისრაელი, რომელთანაც საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს, საქართველოდან ჩასული თითქმის ყველა რეისის ქართველი მგზავრებს, მათ შორის - მცირეწლოვანი ბავშვებით, აეროპორტში აკავებს, მონებივით ექცევა მათ და დამამცირებელი დაკითხვის შემდეგ მათივე ხარჯით უკან, ადრე ნაყიდი უკან დასაბრუნებელი ბილეთის საფუძველზე, თბილისში აბრუნებს!

“რუსთავი 2”-მა არ ამხილა ჯანელიძე, როგორც “პრორუსული მინისტრი”, როცა მიმდინარე წლის 16-18 მაისს ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სტრუქტურების სრულუფლებიანი წარმომადგენლები - კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე ევროკავშირისაგან ჰერბერტ ზალბერი, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ეუთოსაგან გიუნტერ ბეხლერი, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე გაეროსაგან ანტი ტურუნენი სამაჩაბლოში (ე.წ. სამხრეთ ოსეთში) და აფხაზეთში საქართველოს კი არა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან ჩავიდნენ, რაც “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად დანაშაულად ითვლება და ისჯება ჯარიმით 3 ათას აშშ დოლარამდე ან 4 წლამდე ვადით პატიმრობით!

ვიზიტის განმავლობაში მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძღვანელებს “თავიანთ კოლეგებს”, “პრეზიდენტებს”, “მინისტრებს” უწოდებდნენ, ულოცავდნენ “წარმატებულად ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებას”,  რის შედეგად მათ ეს “მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობები” დაიკავეს და მადლობას უხდიდნენ საქართველოსთან კეთილმოწყობილი საზღვრის დათვალიერების შესაძლებლობისთვის”...

რატომაა ჯანელიძე ხელშეუხებელი “რუსთავი 2”-ისა და ნაცხროვისათვის ქუმსიშვილის, კალაძისა და მღებრიშვილისაგან განსხვავებით?! იმიტომ ხომ არა, რომ ის რუსოფობი და “რუსთავი 2”-ის კურატორის - ნაცების გურუ გიგა ბოკერიას მეგობარია, რომლის ვიდეო წარმოუდგენლად გაუკუღმართებული სექსით რატომღაც დღემდე არავინ განათავსა YouTube-ზე?

არადა, დასანანია, ეს დღე ხომ უკანასკნელი გახდებოდა პედერასტული ტელეარხი “რუსთავი 2”-ის და ნაცხროვისთვის, რომლებსაც ვერც სტრასბურგის სასამართლო უშველის და ვერც ვენეციის კომისია.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 29 მაისი
საქართველო, თბილისი