საზოგადოება
პრეზიდენტი შრომის ინსპექციის შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობს

   საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. შრომის ინსპექციის მომავალი - ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა თბილისში. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა.

მძიმეა ის სტატისტიკა, რომლის ანალიზითაც დღეს ჩვენ ვართ დაკავებული. საქართველოში, სამწუხაროდ, გვაქვს ტრაგიკული სტატისტიკა ადამიანების, რომლებიც სამუშაო პირობების და სამუშაო გარემოს მოუწყობლობის ან მოწყობის წესთა დაუცველობიდან გამომდინარე დაიღუპნენ სამუშაო ადგილას. ამ ადამიანებზე ზრუნვა არის როგორც სახელმწიფოს, ასევე თითოეული ჩვენგანის ფუნქცია.

შრომის ინსპექციის შექმნა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯი და მნიშვნელოვანია, რომ შრომის ინსპექციის შექმნის პროცესში თავიდანვე პრინციპულ და მთავარ ღირებულებებზე გავაკეთოთ აქცენტი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.