სამართალი
დეპუტატ გელა მიქაძის ექსტრადირება არ მოხდება - საქართველოს პროკურატურა

   საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის გელა მიქაძის წინააღმდეგ არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა საქართველოს პროკურატურაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში ვერ გადასცემს საქართველოს მოქალაქეს გელა მიქაძეს, უცხო სახელმწიფოში ექსტრადირებას ვერ განახორციელებს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობრივი კუთვნილება წარმოადგენს ექსტრადიციის შემაფერხებელ გარემოებას“, - განაცხადა საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს “პატრიოტთა ალიანსიდან” გელა მიქაძეს გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17 მილიონი დოლარის მითვისებისთვის 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.