სამართალი
სამხედრო ქალაქში შეღწევის და ბანკომატის ძარცვის მცდელობა სენაკში

   საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით სამხედრო ბაზასთან ახლოს, სამხედრო ქალაქში მოხდა. თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ იყო სენაკის სამხედრო ქალაქში შეღწევის მცდელობა, რისი უფლებაც დამნაშავეებს სამხედრო პოლიციამ არ მისცა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით.

დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა. უწყებაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შემთხვევის შედეგად სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადა ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა.