პოლიტიკა
ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით - პრემიერი კვირიკაშვილი

   საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ყურადღება ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე გაამახვილა. გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ჩვენმა ქვეყანამ საკმაოდ ეკლიანი გზა გაიარა, მაგრამ ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ ეს ვექტორი, რომელსაც მიჰყვება ჩვენი ქვეყანა ძალიან თანმიმდევრულად, მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რისთვისაც არაერთმა ადამიანმა სიცოცხლე გაწირა და ყველაზე სანუკვარი, რაცქონდა, შესწირა თავის სამშობლოს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ვფიქრობთ, რომ ეს მიზანი არის სწორედ ის, რისთვისაც ჩვენ დღეს ვდგამთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს“, - განაცხადა პრემიერმა.