აქტუალური
ოპოზიცია ჰერბერტ ზალბერისთვის ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის სტატუსის შეჩერებას მოითხოვს

   საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გერმანელი დიპლომატის ჰერბერტ ზალბერისთვის ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილით მიმართავენ.

ჩვენი მოთხოვნაა, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი საგარეო საქმეთა სამინისტროს ფარგლებში, რომელიც გაემგზავრება ევროკავშირში და მოითხოვს ამ ადამიანის გათავისუფლებას, პირველ რიგში, ჟენევის ფორმატიდან და მისი, როგორც საქართველოს სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენლის, უფლებამოსილების შეწყვეტას“, - განაცხადა ედპ-ის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ მომხდარი საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციების დასუსტების მორიგი ნიშანია.

არა მარტო შეურაცხყოფაა ჩვენთვის ასეთი ქმედებები, .. მილოცვები, არამედ ეს არის თემა, როდესაც ეყრება საფუძველი, თითქოსდა რაღაც არჩევნებს აზრი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მილოცვა ნიშნავს, რომ მიულოცო რუსეთის ფედერაციას. აქედან გამომდინარე, საგარეომ მკვეთრი რეაგირება უნდა გააკეთოს“, - აცხადებს “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია.

შეგახსენებთ, რომ სკანდალის მიზეზი 16 მაისს ცხინვალში ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა - მან ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.