პუბლიკაციები
ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით საქართველოში დაკავებულია სააკაშვილის დედის კომპანიონი – დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუკი

   საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. თბილისში, პრემიერ–მინისტრ ბინალი იილდიმირისა და 7 მინისტრის შემადგენლობით, თურქეთის სამთავრობო დელეგაციის გამგზავრებიდან მეორე დღეს, ოფიციალური ანკარის და პირადად თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიიპ ერდოღანის მოთხოვნით, დაკავებულია თურქეთის მოქალაქე, თბილისის ელიტარული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუკი, რომელსაც თურქეთის მართლმსაჯულება ოპოზიციონერი ისლამი მქადაგებლის, ამჟამად აშშ–ში მცხოვრები ფეთულა გიულენის მომხრეთა ორგანიზაცია „FETO“–სთვის დახმარების აღმოჩენაში ადანაშაულებს.

ფეთულა გიულენი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის 16 ივლისის ღამით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და აშშ–სგან მის გადაცემას მოითხოვს, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დედის – თურქოლოგ გიული ალასანიას დიდი ხნის საქმიანი პარტნიორი და ყოფილი საყვარელია, რომელთან ერთდაც იგი ფლობს წილებს გიულენის მიერ, თავისი შვილის ხელშეწყობით გახსნილ ყველა თურქულ–ქართულ სასწავლებლებში თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, მარნეულსა და ბათუმში. დემირელის სახელობის კოლეჯი, ისევე, როგორც შაჰინის სკოლები და ჩაგლარის საგანმანათლებლო ქსელის ყველა დაწესებულება საქართველოში, ფეთულა გიულენს ეკუთვნის.

საქართველოს კანონდებლობის თანახმად, საექსტრადიციო დასკვნა არ უნდა აჭარბებდეს 9 თვეს. საკითხს, უნდა გადაეცეს თუ არა დაკავებული ქვეყანას, რომლის ქვეშევრდომიცაა იგი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე შეუფარდა წინა დღეს დაკავებულ მუსტაფა ემრე ჩაბუკს 3–თვიანი წინასწარი პატიმრობა. თავისი გადაწყვეტილებით მოსამართლე გიორგი კურატიშვილმა დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა, რომლემაც, თავის მხრივ, წარმოადგინა თურქული მხარის მასალები, რომლის თანახმადაც, მუსტაფა ემრე ჩაბუკი თავს არიდებს გამოძიებას და ემალება მართლმსაჯულებას. ამასთან, დაკავებულის ქართველმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, რომ საქმის მასალები, რომლებიც მან თურქული მხარისგან მიიღო, არ ადასტურებს ჩაბუკის რაიმე კავშირს ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ხოლო ბრალდების არგუმენტები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. საუბარია იმაზე, რომ ჩაბუკი თითქოსდა ცდილობდა დემირელის კოლეჯის გადაცემას მავანი ტერორისტული ორგანიზაციისთვის. ადვოკატმა განმარტა, რომ კოლეჯი მართალც უნდა გადასცემოდა ერთ–ერთ ამერიკულ ორგანიზაციას, რომელიც არცერთ „შავ სიაში“ არ არის და ამიტომ მუსტაფა ჩაბუკის დაკავება მისთვის გაუგებარია.

საქინფორმი განმარტავს, რომ სააკაშვილის დედა – გიული ალასანია, რომელიც გიულენთან ერთად დემირელის კოლეჯის 50–პროცენტიან წილს ფლობს, მისთვის თავისი წილის გადაცემას აპირებდა, მით უმეტეს, რომ გიულენი თავისთან მიშა სააკაშვილის წაყვანას შეჰპირდა, მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი უკრაინიდან გაიქცა.