აქტუალური
4 დღის განმავლობაში თბილისი, ბრიუსელთან ერთად, იქნება ნატოს პოლიტიკური ცენტრი - საქართველო მე–5 ქვეყანაა და არა წევრი, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იმართება

   საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი.  დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იხსნება. პლენარული სხდომის დასასრულს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.

საქინფორმი შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე გაიმარტა ნატო–საქართველოს ერთობლივი აღლუმი, სადაც ნატოს ქვედანაყოფები, ტანკები და ჯავშანმანქანების პირდაპირ ვაზიანის სამხედრო ბაზიდან შემოვიდნენ – წინა დღეს დამთავრებული ნატო–საქართველოს ერთობლივი სამხედრო სწავლებებიდან.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა სესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს არის მართლაც ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის. ნატოს ისტორიაში მხოლოდ 4-ჯერ ჩატარდა არაწევრ ქვეყანაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და 2002 წლის შემდგომ საქართველო იქნება პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. შემდგომი 4 დღის განმავლობაში თბილისი, ბრიუსელთან ერთად, იქნება ნატოს პოლიტიკური ცენტრი, რაც არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, პროგრესის, განვითარების, წარმატებების პირდაპირი აღიარება, ასევე აღიარება იმ დამოკიდებულებისა, რაც ნატოს საქართველოს მიმართ გააჩნია“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.