უცხოეთი
მარატ კულახმეტოვი ცხინვალში რუსეთის ელჩად დაინიშნა

   საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა  სამხრეთ ოსეთში რუსეთის ელჩად მარატ კულახმეტოვი დანიშნა. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი 2004 წლის ოქტომბრიდან ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ძალების მეთაური იყო. აგვისტოს ომის მოვლენებში ჩართული პირის ეგრეთ წოდებულ დიპლომატად დანიშვნაში საქართველოს მთავრობის წევრები, მართალია, ცინიზმს ხედავენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ კულახმეტოვის დანიშვნას სამართლებრივი განზომილება არ აქვს და საქართველოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავი რეგიონში რუსეთის ოკუპაციის დასრულებაა.