საზოგადოება
"რუსთავი 2" და საკონსტიტუციო ცვლილებები - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა

   საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ილაპარაკა. ჩვენ მივესალმებით, რომ მმართველი გუნდი იღებს რჩევებს ვენეციის კომისიისგან. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ წარიმართოს ფართო კონსულტაციები ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან, რომ ამ ცვლილებასქონდეს მაღალი მხარდაჭერა“, - განაცხადა მაკალისტერმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ “რუსთავი 2”-ის საქმის გარშემო სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

„უფრო ძლიერი და დემოკრატიული ქვეყნის შესაქმნელად ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ იყოს უფრო დამოუკიდებელი ტელევიზიები. “რუსთავი 2”-ის შემთხვევას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმედი მაქვს, მალე იქნება სწორი გადაწყვეტილება ამ საქმეზე“, - აღნიშნა დევიდ მაკალისტერმა.