საზოგადოება
საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში დაკარგულის ძმას მიაწოდეს. ცნობას ამ დრომდე არც გაერო და არც კონფლიქტში ჩართული მხარეები არ ადასტურებენ.
საქართველოს მოქალაქე კონგოელმა მებრძოლებმა თვეების წინ გაიტაცეს. ამის შემდეგ მისი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აღარაფერი იყო ცნობილი.
„დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდა შეტაკება, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და სამწუხაროდ, შესაძლოა, იოსებ ოსორაულიც იყოს მათ რიცხვში. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენ ყველა მხარეს - კონგოს მხარე, გაერო, წითელი ჯვარი - ვთხოვეთ დადასტურება. დღეისათვის დასტური არ გვაქვს არცერთი მხარისგან“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ.