საზოგადოება
ამინდი ჩვენში იდარებს

amindiiდღეიდან, 22 იანვრიდან, საქართველოში იდარებს და ნალექები მოსალოდნელი არ არის.

როგორც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს პროგნოზირებისა და მონიტორინგის ცენტრი იუწყება, გუშინ, 21 იანვარს, ნალექები თოვლის სახით მოგვევლინა დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, აგრეთვე ბაკურიანში, თბილისში და თელავში. შავიზღვისპირეთში კი წვიმდა.

ამჟამად თოვლის საფარი ყველაზე დიდია სურამის უღელტეხილზე – 56 სმ, ჯვრის უღელტეხილზე – 30 სმ, ბაკურიანში – 17 სმ, გუდაურში კი – 5 სმ.

24 იანვრამდე მოსალოდნელია გამოდარება და ყინვის გაძლიერება. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიწევს –7 გრადუსამდე, მაღალმთიან რეგიონებში კი –18 გრადუსამდე. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმნიშვნელო ყინვა –2 გრადუსამდე.