პოლიტიკა
აშშ-ის როლი საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებაში შეუფასებელია - გიორგი კვირიკაშვილი

   საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  საქართველო-ამერიკის ბიზნესსაბჭოს 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

მისი განცხადებით აშშ-ის როლი საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებაში შეუფასებელია. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთის “ერთი სარტყელი - ერთი გზის” ინიციატივაზეც, რომლის ფარგლებში ახალი აბრეშუმის გზა იქმნება.

“ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან, ოკუპაციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, საქართველო ცდილობს, წარმოაჩინოს თავი, როგორც შესაძლებლობების ქვეყანამ. ის ჯერ კიდევ საჭიროებს თავისი სტრატეგიული პარტნიორების დიდ დახმარებას, თუმცა, ამავდროულად, წარმოადგენს ადგილს, რომელიც რეგიონის მასშტაბით გაფართოების შესაძლებლობას აძლევს ამერიკულ კომპანიებს. ქართულ-ამერიკული ურთიერთობა რეგიონული უსაფრთხოების, სტაბილურობის, ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიზაციის საყრდენი უნდა გახდეს”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.