უცხოეთი
საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს "ბანდიტი და მკვლელი" პუტინის მარიონეტი უწოდა.
ამის შესახებ სენატორმა Fox News Sunday-ის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, როდესაც ის ვაშინგტონში ლავროვისა და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრას აფასებდა. მისი თქმით, სერგეი ლავროვს "ოვალურ კაბინეტში არაფერი ესაქმებოდა". "ვიცი, რომ ბატონი ლავროვი მკვლელისა და ვანდალის მარიონეტია, რომელიც რუსულ იარაღს ალეპოში საავადმყოფოს დასაბომბად იყენებს", - განაცხადა მაკკეინმა.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა 10 მაისს თეთრ სახლში გაიმართა.