პუბლიკაციები
პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარემ არ იცის რა არის ილიას გზა, ან შეცდომაშია შეყვანილი

   საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი.

ყოფილმა პოლიტდევნილმა, პარტია “დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ “ფოსტალიონთან” ფილარმონიაში განვითარებული მოვლენები შეაფასა. მისი თქმით, ეს იყო ხელისუფლებისთვის პირველი ალიყური იყო, რამაც საფუძველი დიდ სამოქალაქო დაპირისპირებას ჩაუყარა.
-საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო, დასკვნითი განხილვის ჩაშლის ერთადერთი მიზეზი ხელისუფლების მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯებია. პირდაპირ ვიტყვი, ხელისუფლება გაექცა ხალხს. ჯერ იმ ხელისუფლების რა ვთქვი, რომელიც პრეზიდიუმში ბოკერიას და მის გუნდს დაისვამს. ხალხი ამან გააღიაზანა უფრო მეტად.

-თქვენ რა პოზიცია გაქვთ სადავო საკითხთან მიმართებაში?

-ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიები აქვს დაკარგული, მის დაბრუნებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა მიწების გაყიდვაზე. სახელმწიფო, რომელიც ბიუჯეტის შევსებისთვის და ინვესტიციების მოზიდვისთვის საკუთარი მიწების გაყიდვას ეშურება, ის სახელმწიფო ვერ იარსებებს და ქვეყანად ვერ ჩამოყალიბდება, ხოლო მიწის გაყიდვიდან შემოსული თანხები იუდას 30 ვერცხლად იქცევა და არავის შეერგება. ჩვენ უამრავი საკიხი დავაყენეთ კომისიაზე, მაგრამ არცერთი არ იქნა გათვალისწინევბული. სულ მალე საქართველოში, განსაკუთრებით საზვრისპირა რეგიონებში აღმოცენდება არაბული, ინდური, ჩინური, თურქული, კორეული დასახლებები და ეს მაშინ, როცა მილიონ 200 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე უცხოეთშია ლუკმა-პურისთვის გადახვეწილი. ნაცვლად იმისა, რომ მათ უკან დაბრუნებაზე ვფიქრობდეთ, სახელმწიფო მზადაა უცხო ტომელები ჩამოასახლოს.

ახალგაზრდა პარლამენტის თავმჯდომარე გაიძახოდა ილიას გზაო. მან არ იცის რა არის ილიას გზა, ან შეცდომაშია შეყვენილი. ილიას გზა გირაოდ ჩადებული ქართული მიწების დაბრუნება იყო და არა უცხო ტომელებზე გაყიდვა. სწორედ ამიტომ ჩამოაყალიბა დიდმა ილია ჭავჭავაძემ საადგილმამულო ბანკი, რომლის უპირველესი დანიშნულება იყო გაღარიბებული თავად-აზნაურების მიერ უცხოურ ბანკებში ჩალის ფასად ჩადებული მიწების უკან გამოსყიდვა და არა პირდაპირ გასხვისება, რასაც დღეს ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობის ორივე ფრთა გვთავაზობს. ი. ჭავჭავაძემ საქართველოს მიწები შეუნარჩუნა და დღეს 21-ე საუკუნეში ჩვენივე ხელით უნდა გავასხვისოთ უცხო ტომელებზე?

-2013 წელს, სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო თვეებში ნებისმიერ უცხოელს ეძლეოდა საქართველოს მოქალაქეობა ერთი განცხადების საფუძველზე. ჩვენ ფოტოებიც გვაქვს შემონახული, რა ხდებოდა მაში იუსტიციის სახლთან.
-კი ბატონო, ყველაფერი სააკაშვილისგან იღებს სათავეს, მაგრამ მეორე უბედურებაა, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც მის გზას აგრძელებს, ამის ნათელი დასტური იყო სისხლიანი ბოკერიას ჯდომა ქვეყნის პირველ პირებთან ერთად. მოვუწოდებ ხელისუფლებას, დიდი ნიკო ლორთქიფანიძის უკვდავი ესსე “იყიდება საქრთველო” არ დაგვემართოს თქვენს ხელში.