საზოგადოება
ასობით ქართველი მზად არის, სასიკვდილო შიმშილობა გამოაცხადოს - სანდრო ბრეგაძე

   საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. „ქართული მიწის დაცვის ჯგუფის” წევრებმა ხელისუფლებას ამა წლის  27 მაისამდე მივეცით დრო, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნა გაითვალისწინოს და უცხოელებზე ქართული მიწის გაყიდვა კონსტიტუციით აკრძალოს“, - ამის შესახებ მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე გაზეთ ასავალ-დასავალთან საუბრობს და ხელისუფლების მიერ  წინააღმდეგობის შემთხვევაში შიმშილობის დასაწყებად ხალხის მზაობას აანონსებს.

ასობით ქართველი მზად არის, სასიკვდილო შიმშილობა გამოაცხადოს. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ დესტრუქციული ძალა  არა ვართ და ხელისუფლების ყველა მცდელობა, საზოგადოების თვალში მარგინალებად  და ექსტრემისტებად წარმოგვაჩინოს, ჩანასახშივე განწირულია“, - აცხადებს ბრეგაძე.

„ძალიან მაინტერესებს, ბატონმა კობახიძემ ილია ჭავჭავაძის  რომელ ნაწარმოებში ამოიკითხა, რომ ქართული მიწა გადამთიელზე უნდა გაიყიდოს?! პირიქით, ილიამ საადგილმამულო ბანკი სწორედ იმიტომ დააარსა, რომ ქართული მიწა  არ გაყიდულიყო და იგი ქართველებს დარჩენოდათ!“, - აღნიშნავს სანდრო ბრეგაძე.