სამართალი
საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. კონსტიტუციას მიწის გასხვისების რეგულაციის შესახებ ჩანაწერი დაემატება. ამ ცვლილების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირები ვერ იყიდიან მიწას საქართველოს ტერიტორიაზე. უმრავლესობაში უკვე არსებობს თანხმობა ამ საკითხზე.
პირველი სამუშაო შეხვედრა 22 მაისს პარლამენტში გაიმართა. სხდომას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უმრავლესობისა და მთავრობის წევრები, ასევე სპეციალისტები ესწრებოდნენ.