სამართალი
სააკაშვილის სპეცსამსახურები ბიძინა ივანიშვილის სასახლეში შეღწევას გეგმავდნენ, რათა ივანიშვილის ლიკვიდაცია მოეხდინათ - გია ბერძენიძე

   საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. „ხვედელიძის მიმართ მაქვს ჩემი აზრი და მიმაჩნია, რომ ეს კაცი ბიძინა ივანიშვილთან სააკაშვილის კუდ-ის მიერ იყო ჩანერგილი“- „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის“ თავმჯდომარე გია ბერძენიძე გაზეთ ასავალ-დასავალთან „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის - გელა ხვედელიძისა და  სააკაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებაზე საუბრობს.

გელა ხვედელიძე შეპყრობილია შურისძიების  წყურვილით! ხაზგასმით ვაცხადებ: ბიძინა ივანიშვილი ბეწვზეა გადარჩენილი! ჩემი აზრით, გელა ხვედელიძეს რომ დასცლოდა, ბიძინა ივანიშვილს გააგორებდა და სააკაშვილის ოცნებაც ახდებოდა! გეუბნებით და მჯერა, ხვედელიძესა და მისთანა აგენტებს, რომლებიც  სააკაშვილსქართულ ოცნებაშიჰყავდა ჩანერგილი, ამის საშუალება რომ მისცემოდათ, ისინი აუცილებლად აღასრულებდნენ სააკაშვილის ბინძურ დაკვეთას!“- აღნიშნავს ბერძენაძე.

“როგორც ჩემმა ძველმა ნაცნობმა მითხრა, სააკაშვილის სპეცსამსახურები სავენტილაციო და კავშირგაბმულობის შახტების სისტემიდან ბიძინა ივანიშვილის  სასახლეში შეღწევას  გეგმავდნენ, რათა ივანიშვილის ლიკვიდაცია მოეხდინათ“, - აცხადებს გია ბერძენიძე.