პოლიტიკა
საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. შეხვედრაზე ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობის საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს და სამხედრო სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამმხრივ ფორმატზე - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაზე, რეგიონის სტრატეგიული ენერგოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.