აქტუალური
ბაქო-თბილისი-ყარსი: სარკინიგზო მიმოსვლა აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის 2017 წლის ივნისში გაიხსნება

   საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრებმა გიორგი კვირიკაშვილმა და ბინალი ილდირიმმა გუშინ მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომა ჩაატარეს. თბილისში 7 თურქი მინისტრი იმყოფება - ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციის, სოფლის მეურნეობის, რაც, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, “უპრეცედენტო შემთხვევაა”.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სარკინიგზო მაგისტრალს ბაქო-თბილისი-თურქეთი (ყარსი), რომლის გახსნა 2017 წლის ივნისში იგეგმება და რომელიც განიხილება, როგორც ნაწილი სარკინიგზო ჩქაროსნული დერეფნისა ევროპა-კავკასია-აზია.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა 2016 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მალევე ჩატარდა, როდესაც ქართული დელეგაცია პირველი ჩავიდა თურქეთში. “თურქეთის მთავრობა და თურქი ხალხი აფასებენ ამ სოლიდარობას”, - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.

ცნობისათვის: მაგისტრალის მშენებლობა ათი წლის წინ - 2007 წელს დაიწყო, მისი საერთო სიგრძე 826 კილომეტრს შეადგენს. საწყის ეტაპზე დაგეგმილია 10 მილიონ ტონამდე ტვირთის გადაზიდვა შემდგომში ტვირთბრუნვის ყოველწლიურად 25 მილიონ ტონამდე გაზრდით.