აქტუალური
თბილისის მერის თანამდებობაზე კახა კალაძის კანდიდატურა განიხილება - საპარლამენტო უმრავლესობა

   საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. მმართველ გუნდში არ უარყოფენ, რომ თბილისის მერობის კანდიდატად ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის კანდიდატურა განიხილება. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს.

კომენტარს აკეთებს ვიცე სპიკერი ზვიად ძიძიგური

კონსულტაციებიც და კანდიდატურებზე მსჯელობაც იქნება და ამ კანდიდატურების ჩამონათვალში შეიძლება ბატონი კახი კალაძეც ვიხილოთ და ბატონი დავით ნარმანიაც. შეიძლება, სხვა გვარებიც ვიხილოთ“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

თბილისი მერი დავით ნარმანია კი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს, მას შემდეგ, რაც ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურება.