საზოგადოება
საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. 20-21 მაისს ავტომრბოლელებმა სანდრო ლომაძემ და მევლუდ მელაძემ ევროპის თასის პირველ ეტაპზე იასპარეზეს, რომელიც ბულგარეთში გაიმართა. ქართველმა წყვილმა ევროპის თასზე მესამე ადგილი დაიკავა, ბულგარეთის პირველობის ეგიდით გამართული რბოლა კი მოიგო!
„ჩვენ მაქსიმუმზე მეტი გავაკეთეთ! ტექნიკური დათვალიერების შემდეგ ფიქრობდნენ, რომ მოწინავეთა შორის ვერ მოვხვდებოდით, რადგან მანქანას უამრავი ქარხნული დეტალი ჰქონდა, თუმცა წარმატების მოსაპოვებლად ყველაფერი ვიღონეთ და ყველას დიდი სიურპრიზი შევთავაზეთ“, - განაცხადა სანდრო ლომაძემ, რომლისთვისაც ეს პირველი საერთაშორისო რბოლა იყო 2011 წლის შემდეგ.
მისივე თქმით, ბულგარეთში მოპოვებული მესამე ადგილი დამატებითი სტიმული იქნება მომდევნო რბოლებისთვის უკეთ მოსამზადებლად.