უცხოეთი
აშშ შეწყვეტს უკრაინის უანგარო სამხედრო დახმარებას – მიმართავს თუ არა უკრაინა დახმარებისათვის რუსეთს? – საქინფორმი

   საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. აშშ ათობით სახელმწიფოსთვის, მათ შორის – უკრაინის, ვიეტნამის, კოლუმბიის, ლიბანის, ტუნისისა და ფილიპინებისთვის უანგარო სამხედრო დახმარების შეწყვეტასა და კრედიტებით მათ ჩანაცვლებას გეგმავს. ეს ინფორმაცია დაადასტურეს თეთრ სახლში – თეთრი სახლის ადმინისტრაციულ–საბიუჯეტო სამმართველოს ხელმძღვანელმა მიკ მალვეინიმ, რომელმაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა.

ჩვენ მართლაც ვცვლით უცხოური სამხედრო დახმარების თითო–ოროლა პროგრამას, რადგან იმის ნაცვლად, რომ ვიღაცას 100 მლნ დოლარი მივცეთ, შეიძლება მივცეთ საკრედიტო გარანტიები ნაკლებ თანხაზე, რომლითაც მართლაც მეტი რამის შეძენა შეეძლებათ. ჩვენ არ ვცვლით წესს ეგვიპტისა და ისრაელისთვის, თუმცა, რამდენიმე პროგრამისთვის ნამდვილად გვაქვს ცვლილება“, – განაცხადა მიკ მალვეინიმ.

საქინფორმი განმარტავს, რომ ზემოჩამოთვლილ ქვეყნებს აშშ აღარ გაუწევს უანგარო დახმარებას – აღარ მისცემს ტანხებს იმავე ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად და ამის ნაცვლად მათზე გასცემს კრედიტებს ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად, რომელთა დაბრუნებაც პროცენტებით უნდა მოხდეს, სწორედ ამიტომ აღნიშნეს აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტში – „ნაკლებ სავარაუდოა, რომ ქვეყნების უმრავლესობა აიღებს მათ (კრედიტებს) და რომ მათ შეუძლიათ დახმარებისათვის რუსეთსა და ჩინეთს მიმართონ“.

მიმართავს თუ არა უკრაინა რუსეთს – მოსთხოვს თუ არა ფულს რუსული ანდა ამერიკული სამხედრო შეიარაღების შესაძენად, რათა დონბასში იბრძოლოს?..