უცხოეთი
შვედი სნაიპერი მოჰყვა, როგორ ხოცავდა სახალხო მოლაშქრეებს დონბასში

   საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. შვედმა სნაიპერმა–ნაციონალისტმა მიქაელ შილტმა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს. ამის შესახებ გაზეთი „ვზგლიადი“ იტყობინება.

დავინახე ოპტიკური სამიზნიდან რუსი ჯარისკაცი და ვესროლე. „ღმერთო ჩემო, – გავიფიქრე, – ჯანდაბა!“ მანძილი იმდენად დიდი იყო, რომ მისი ყვირილის გაგონება არ შემეძლო, თუმცა ოპტიკური სამიზნიდან ვხედავდი, რომ ძალიან დიდ ტკივილს განიცდიდა“, – ჰყვებოდა შილტი.

შილტი აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე მშენებლობაზე მუშაობდა. უკრაინაში შვედეთის მოქალაქე 2014 წლის თებერვალში გაემგზავრა, სადაც ბატალიონ „აზოვში“ ჩაეწერა. მისი თქმით, ბატალიონში კიდევ შვიდი შვედი და ერთი ნორვეგიელი მსახურობდა.

„თუ რუსები დაიპყრობენ უკრაინას, შემდეგ დაიპყრობენ ფინეთსაც, იქიდან სტოკჰოლმამდე კი ერთი ხელის გაწვდენაა“, – განაცხადა შილტმა.