უცხოეთი
საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საგარეო ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის შემდეგ, ისრაელს ეწვია. შეხვედრები გაიმართა ისრელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პრეზიდენტ როვენ რივლინთან.
შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპი იუდეველების გოდების კედელსა და იერუსალიმში მაცხოვრის ტაძარს ეწვია.
“ჩემს პრეზიდენტობამდე იშვიათად გვქონდა ამ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების შესაძლებლობა. ტერორიზმის დამარცხება, ჰარმონიული მომავლის, კეთილდღეობისა და მშვიდობის შექმნა მხოლოდ ჩვენი ძალების გაერთიანებით არის შესაძლებელი. სხვა გზა არ არსებობს”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპი მოგვიანებით პალესტინის პრეზიდენტსაც შეხვდება. ასევე, დაგეგმილია ვიზიტი ბრიუსელსა და ვატიკანში.