პოლიტიკა
თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი საქართველოში გუშინ საღამოს ჩამოვიდა - ვიზიტის მიზანი უცნობია

   საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. თურქეთის მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს, 23 მაისს ჩატარდება, რის შემდეგაც გაიმართება თურქეთის პრემიერ მინისტრ ბინალი ილდირიმისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოლაპარაკება. მოლაპარაკების დასასრულს ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

მთავრობის ადმინისტრაცია თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მიზნის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. ბინალი ილდირიმი საქართველოში, ბათუმში ბოლოს 2 თვის წინ - 2017 წლის მარტში იმყოფებოდა.