სამართალი
საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ახალსოფლის დასახლებაში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ა.ქ-ს პირადი ჩხრეკისას 29 აბი და აბის ნატეხები ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს.