უცხოეთი
მატისი: კოალიციის იერიში სირიაში ირანის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ძალებზე განხორციელდა

   საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს კოალიციის იერიში სირიაში ირანის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ძალებზე განხორციელდა.

მატისმა ასევე პრესკონფერენციაზე გაიმეორა, რომ პენტაგონის ვარაუდით, რუსეთი ინციდენტის აღკვეთას შეეცადა.

ეს იყო თავდაცვითი მოქმედებები ჩვენი ძალების მხრიდან, რაც აუცილებელი გახდა შეტევითი იარაღით საიერიშო მანევრის განხორციელების შემდეგ იმ ძალების მხრიდან, რომლებიც, ჩვენი აზრით, ირანის ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფება. მიგვაჩნია, რომ მათ ამ ზონაში წინ წაიწიეს რუსების რჩევის მიუხედავად. ამის დადასტურებაც არ შემიძლია, თუმცა, როგორც ჩანს, რუსები მათ გადარწმუნებას ცდილობდნენ“, – განაცხადა მატისმა.