უცხოეთი
ტრამპმა FBI-ს უფროსს ფსიქოპატი და შეშლილი უწოდა

   საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს, FBI-ს ექსდირექტორ ჯეიმს კომის ფსიქოპატი და შეშლილი უწოდა.
"მე ახლახან გავანთავისუფლე დაკავებული თანამდებობიდან FBI-ს დირექტორი. ის ფსიქოპატი და შეშლილი იყო.მე წავაწყდი საკმაოდ ძლიერ ზეწოლას რუსეთის გამო, თუმცა ამას ბოლო მოეღო", – ავრცელებს ტრამპის სიტყვების შინაარსს New York Times-ი, როემლიც ლავროვთან შეხვედრის იმ სტენოგრამიდან არის მოყვანილი, რომელიც გამოცემას ხელში ჩაუვარდა.
შეგახსენებთ ცოტა ხნით ადრე The Washington Post -მა სანდო წყაროზე დაყრდნობით ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ლავროვს "ისლამური სახელმწიფოს" შესახებ საიდუმლო მასალები გააცნო, რითაც დაზვერვის ანონიმური წყაროები დარტყმის ქვეშ დააყენა.