საზოგადოება
22-25 მაისს დაგეგმილია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში

   საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. დელეგაციას ხელმძღვანელობს კომიტეტის  თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია).

დელეგაცია საქართველოში 23 მაისს ჩამოვა. გაიმართება შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ–მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. 24 მაისს დაგეგმილია ვიზიტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის ოფისში.

დელეგაციის პრესკონფერენცია გაიმართება 24 მაისს, 09:45, სასტუმრო “თბილისი მარიოტში“ (სანადიმო).