სამართალი
საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა და იგორ დოლგოვმა რეგიონში არსებულ ვითარებასა და ორი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ილაპარაკეს. საუბარი შეეხო უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობასა და სამომავლო გეგმებს.