პოლიტიკა
საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა წარმატებული ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საელჩოს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„შედგა შეხვედრები ახალი ადმინისტრაციის უმაღლეს დონეზე და მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. ჩვენ მივიღეთ მკაფიო გზავნილები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის თაობაზე, ასევე, სტრატეგიული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი. ვფიქრობთ, რომ იყო ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი. მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს. ძალიან დიდი სამუშაო გასწია ჩვენმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.