პოლიტიკა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს “ვეფხისტყაოსნის” თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება - პრემიერი კვირიკაშვილი

   საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ძირითადი თემატიკა იქნება დაკავშირებული "ვეფხისტყაოსანთან", რაც, ვფიქრობთ, ძალიან კარგია ჩვენი ზეიმისთვის ახალი ელფერის შესაძენად, ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად. ჩვენ მართლა გვაქვს განუმეორებელი განძი, რომელიც, ვფიქრობთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ და მომავალი თაობები აღვზარდოთ იმ ფასეულობებზე, რომელზეც არის საუბარი გენიალურ ნაწარმოებში. ამიტომ დღესასწაულის ძირითადი თემატიკა იქნება "ვეფხისტყაოსანი". ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყობა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და ეს თანხები გადაირიცხება სოლიდარობის ფონდში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან და კეთილ საქმეებს აკეთებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღესასწაული მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.