აქტუალური
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის მეორე რაუნდი სამტრედიაში დასრულდა

   საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების გამოსვლების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. თუმცა, დარბაზიდან ძირითადად ოპოზიციიის მისამართით კრიტიკა ისმოდა.

ეს იყო პირველ ორ რიგში მჯდომი ქალბატონები, რომლებიც არიან გამგეობის თანამშრომლები, ის ქალბატონი, რომელიც საერთოდ ამის ინიციატორი იყო, საერთოდ რწმუნებულია. ასე რომ, ის, რაც იყო, არ არის გასაკვირი, მაგრამ პირიქით, გასაკვირი და კარგი იყო ის, რომ დარბაზის 80% ცდილობდა, რომ საქმიანი საუბარი ყოფილიყო. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, იმისთვის, რომ ჩვენ გავიგოთ ხალხის ნამდვილი აზრი, ამისთვის საჭიროა პლებისციტი“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების” წევრმა აკაკი ბობოხიძემ.

გამგეობიდან მოყვანილი ხალხი ვერ გადაფარავს იმ სიმართლეს, რომელსაც ვამბობთ. პირველი - ეს არის ის, რომ, ფაქტობრივად, მიტაცება ხდება ოპოზიციის ხმების. ეს არის მთავარი პრობლემა, საარჩევნო კანონი, რომელიც არის უსამართლო და უბრალოდ სათქმელიც არაფერი არა აქვთ“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრის ირმა ინაშვილის თქმით, წარმოდგენილი ცვლილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არის უსამართლო და ისინი ცვლილებების ავტორებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან საუბრის დაწყებას სთავაზობენ იმისთვის, რომ კონსენსუსი განხილვების დასრულებამდე შედგეს.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, ისინი შენიშვნებს მაქსიმალურად გაითვალისწინებენ.