უცხოეთი
სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა დნესტრისპირეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

   საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატებმა ერთსულოვნად მისცეს ხმა დნესტრისპირეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ ორ სახელმწიფოს შორის ჯერ კიდევ 1994 წელს გაფორმდა. ამ წლებში მომხდარ ცვლილებებთან, მათ შორის რუსეთისა და რიგი სხვა სახელმწიფოების მხრიდან  სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის იურიდიულ აღიარებასთან დაკავშირებით, აღნიშნული შეთანხმების აქტუალიზაციის აუცილებლობა შეიქმნა.