პუბლიკაციები
გონს მოდით, თორემ გადაყვებით ამ ღალატს - ჯუმბერ კირვალიძე

   საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ეხმაურება და მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას გონზე მოსვლას ურჩევს

"ხელისუფლებავ! 20% საქართველოს ტერიტორიისა ოკუპირებულია და სეპარატისტი აფხაზებიც კი არ ყიდიან არააფხაზებზე მიწას და ოკუპანტ რუსებს ეურჩებია.! თქვენ კი, ერთი სული გაქვთ უცხოელებზე საქართველოს დარჩენილი 80% მიწაც გაყიდოთ?! გონს მოდით, თორემ გადაყვებით ამ ღალატს", - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე.