სამართალი
„ქუჩის“ მოვაჭრეების პროტესტი ნავთლუღში (ვიდეო)

   საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. ნავთლუღის ბაზართან მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, ბაზრის ტერიტორიაზე არ არის საკანალიზაციო და წყალგაყვანილობა, ასევე ბაზრის ტერიტორიას არ აქვს სახურავი, რის გამოც მათ პრობლემები ექმნებათ (ვიდეო იხ. აქ). აქციაზე მივიდა ისნის გამგებელი, რომელიც გარემოვაჭრეებს პრობლემების დროულად მოგვარებას დაპირდა.

გარევაჭრობა ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე 8 მაისიდან შეიზღუდა და მოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე გადავიდნენ.