აქტუალური
სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამი მრავალბინიანი სახლი აშენდა

   საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. სამხრეთის სამხედრო ოლქის ინფორმაციისა და პრესსამსახურის სამმართველო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებლის მშენებლობის პროექტის რეალიზაციის შესახებ იუწყება. ლაპარაკია ქალაქ ცხინვალის მახლობლად სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სახლების მშენებლობაზე. ამ მომენტისთვის სამი მრავალბინიანი სახლია აშენებული.

ახალმოსახლეები კომფორტულ, ავეჯით გაწყობილ და თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკით აღჭურვილ ბინებს მიიღებენ. არის ინფორმაცია, აგრეთვე, სპორტდარბაზით აღჭურვილი ახალი საბავშვო ბაღის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს დაგეგმილია სამხედრო ბაზის საპარკო ზონის ობიექტების მშენებლობის დამთავრება. ამჟამად საცავის შიდა საინჟინრო სისტემების მონტაჟის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ერთ-ერთ სამხედრო ქალაქში მთავრდება სასადილოს მოწყობა, მიმდინარეობს გამშვებ-გასამართი სამუშაო, ხორციელდება დამატებითი აღჭურვილობის მიწოდება.