პოლიტიკა
იური ლუჟკოვს სანქციები მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო დაუწესდა და არა კანონდარღვევისთვის – აცხადებს ქართული დიპლომატიის „სახე“ ქეთევან ციხელაშვილი

   საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეხმიანება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბეჭდვისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარს საქართველოს მიერ ე. წ. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის კვლავაც გამოყენებას, რის შესახებაც საქინფორმი იუწყებოდა. დაკავშირებით. მისი თქმით, მოსკოვის ყოფილ მერს იური ლუჟკოვ (მისი საქართველოში არშემოსაშვებთა ე.წ. შავ სიაში შეყვანა – საქინფორმი) სანქციები მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო დაუწესდა (საქართველოში მისი ვიზიტის დროს, რომლის შესახებაც საქინფორმი იუწყებოდა, რომ საქართველო „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით უკეთესად იქნება“) და არა კანონდარღვევისთვის, რადგან მას ხანდაზმულობის ვადა გასული ქონდა

(შევარდნაძე–იოსელიანი–კიტოვანის სახელმწიფო საბჭოს მიერ დაბომბილი 1 საჯარო სკოლის ისტორიული შენობის აღდგენის შემდეგ რუსთაველის პროსპექტზე, 1991 წელს ე. წ. თბილისის ომის მერე, მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი აფხაზეთს უკანასკნელად 2011 წელს ეწვია, ხოლო „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის“ თანახმად, ამ სამართალდარღვევის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც ფულად ჯარიმასა და თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს „საქართველოს ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი საზღვრის გავლით შესვლისათვის, 6 წლის შემდგ იწურება – საქინფორმი.

მინისტრის თქმით, საქართველო მისი კანონების პატივისცემას ყველასგან ითხოვს და  ტურისტებად ჩამოსულ პირებს ქვეყანაში პრობლემები არ ექმნებათ.

განცხადებები, რომელიც მან გააკეთა საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებაში, ცხადია, არც ხელისუფლებისთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის მისაღები არ იყო, ვერ იქნებოდა და ამასთან  დაკავშირებით ძალიან მკაფიო განცხადებები და შეფასებები მისი ვიზიტის პერიოდშიც (საქართველოში ყოფნა და არა მხოლოდ მისი გამგზავრების შემდეგ, ხაზს უსვამს ციხელაშვილი – საქინფორმი) გაკეთდა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ლუჟკოვის პროვოკაციული“ ვიზიტის მიზანი სულაც არ ყოფილა ტურიზმი.

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის ყოფილი მერის „შავ სიაში“ ჩასმასთან დაკავშირებით თბილისი პროვოკაციებში დაადანაშაულა და საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, საქართველოში გამგზავრებამდე ყველა რისკი გაითვალისწინონ. „ი. ლუჟკოვის მიმართ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასაგები მიზეზების გამო ვერ გაბედა რეალურად გამოეყენებინა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით“ გათვალისწინებული სანქციები და „ვერდიქტი“ მას შემდეგ გააჟღერა, რაც მან „სტუმართმოყვარე საქართველო“ დატოვა, – აღნიშნულია რფ–ი საგარეო საქქმეთა სამინისტროს კომენტარში.