უცხოეთი
საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატებმა რესპუბლიკის პრემიერის თანამდებობაზე ერიკ ფუხაევის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.
„ფუხაევის პრემიერად დანიშნვას ფარული კენჭისყრის შედეგად 32-მა — სხდომაზე მყოფმა ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი“, - იუწყება РИА Новости.
ფუხაევი ყოფილი ვიცე-პრემიერია, რომლის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე ოს დეპუტატებს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 5 მაისს წარუდგინა.
წარდგენისას ბიბილოვმა ფუხაევის მხარდაჭერა ითხოვა და იგი „გამოცდილ მმართველად“ დაახასიათა, „რომელსაც ძალუძს, დასახულ ამოცანებს გაუმკლავდეს“.