უცხოეთი
საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. კიევმა შავ სიაში კიდევ რამდენიმე რუსული კომპანია შეიყვანა. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განკარგულებით, უკრაინის ტერიტორიაზე სოციალური ქსელები „ვკონტაკტე“ და „ოდნოკლასნიკები,“ ასევე, საიტები „მაილ.რუ“ და „იანდექსი“ დაიბლოკა. შავ სიაში მოხვდა ანტივირუსული კომპანიების, „კასპერის ლაბორატორიისა“ და „დი-არ ვების“ საიტებიც.