აქტუალური
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - იანოშ ჰერმანი

   საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე დავით დონდუასა და საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანს შორის შეხვედრა გაიმართა. საგარეო უწყება ჰერმანს გერმანელი დიპლომატის - ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟნევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარის ჰერბერტ ზალბერის მიერ სამხრეთ ოსეთის ახალარჩეული პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვისთვის არჩევნების წარმატებით ჩატარების მილოცვასთან დაკავშირებით შეხვდა.

ევროკავშირი არ ცნობს ფორმატს, რომელშიც ჩატარდა .. არჩევნები საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. შესაბამისად, არ ვცნოთ მის შედეგებსაც. მაგრამ ორი სიტყვით გეტყვით იმას, რასაც ევროკავშირი ცნობს - ესაა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამ კონტექსტში დღეს ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობაზე. მე წარმოვადგენ ევროკავშირის პოზიციას და დარწმუნებული ვარ, იგივე პოზიციას წარმოადგენს ზალბერიც. მის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ. მას ექნება შესაძლებლობა, თავად ილაპარაკოს ამ ვიზიტზე ოკუპირებულ რეგიონში“, - განაცხადა ჰერმანმა.

 საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გერმანელი დიპლომატის ჰერბერტ ზალბერის განცხადება მათთვის მიუღებელია.

„ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ჟენევის თანათავმჯდომარის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი და გაუგებარია. ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ხელს არ უწყობს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის. ჩვენ კავშირზე ვართ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან, იმედი გვაქვს, რომ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება ბრიუსელის მხრიდან“, - განაცხადა  დავით დონდუამ.