პოლიტიკა
საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილესა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შორის შეხვედრა გაიმართა. საგარეო უწყებაში ჰერმანი გერმანელი დიპლომატის მიერ ცხინვალში გაკეთებული განცხადებების გამო მივიდა.
გერმანელმა დიპლომატმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ ჰერბერტ ზალბერმა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
გერმანელი დიპლომატი ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა ცხინვალში, სადაც მან კიდევ ერთი განცხადება გააკეთა - ამჯერად უკვე ძალის გამოუყენებლობის შესახებ.